ირანის პარლამენტმა Starlink-ი ოფიციალურად აკრძალა. თანამგზავრული ინტერნეტის გამოყენება ახლა ჯარიმით, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან გამათრახებით ისჯება.

აკრძალვა ეხება ყველას, როგორც გამყიდველებს, ასევე მყიდველებს, შემომტანებს და მიმწოდებლებს.

მედიის ცნობით, ადრე, ირანში Starlink-ის ანტენის შეძენა, შავ ბაზარზე, 2 000 დოლარად იყო შესაძლებელი.

ისრაელთან ომის დროს, ირანმა თითქმის მთლიანად გათიშა ინტერნეტი და სამხედრო საუბრებში წერდნენ, რომ ობიექტებზე დარტყმები ილონ მასკის თანამგზავრების მეშვეობით ხორციელდებოდა.