შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული ა.ს. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ბენზინგასამართ სადგურ "3G"-ის ოპერატორს, 1960 წელს დაბადებულ გ.ო.-ს, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ცივი იარაღის გამოყენებით გასტაცა თანხა.

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ა.ს. ბრალდებულის სახით დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.