ფრანგი ფეხბურთელი, კილიან მბაპე, “ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის” PSG-ს სასამართლოში უჩივის.
მედიის ცნობით, მბაპემ ყოფილი კლუბის წინააღმდეგ სარჩელი უკვე შეიტანა.
ფეხბურთელი 2023-2024 წლებში მის მიმართ კლუბის დამოკიდებულებით უკმაყოფილოა, კერძოდ კი იმ ფაქტით, რომ კონტრაქტთან დაკავშირებული საკითხების გამო, ძირითად გუნდთან ვარჯიშის შესაძლებლობა არ მისცეს, რასაც მბაპე მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლად აფასებს.
ფეხბურთელი ასევე მიიჩნევს, რომ PSG-ს 55 მილიონი ევროს ოდენობით, მისი დავალიანება აქვს.