სომხეთში, ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარში პოლიცია და სპეცრაზმია შესული. სამართალდამცველები მთავარეპისკოპოსის, მიქაელ აჯა-ფა-ჰიანის დაკავებას ცდილობენ. პროკურატურამ მის წინააღმდეგ საქმე სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის ბრალდებით აღძრა.

ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მთავარეპისკოპოსი აცხადებს, რომ უდანაშაულოა, თუმცა, ვითარების დეესკალაციის მიზნით, მზადაა, პოლიციას ჩაბარდეს.