ორი წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელიც მოსკოვში, შერემეტიევოს აეროპორტში ბელორუსის მოქალაქემ მთელი ძალით ძირს დააგდო, სტაბილურია.
ექიმებმა პატარა პაციენტის მდგომარეობის გაუარესება ვერ აღმოაჩინეს. უახლოეს დღეებში, ისინი ბიჭის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნას შეეცდებიან.
მანამდე ექიმმა განმარტა, რომ შემთხვევის შედეგად ბიჭს თავის ქალის ღია მოტეხილობა, ხერხემლის მოტეხილობა და ჰემატომები აქვს. ბავშვი ამ დრომდე ხელოვნურ კომაში იმყოფება.
ცნობისთვის, შერემეტიევოს აეროპორტში ბარგის აღების დროს ბავშვს ბელორუსის მოქალაქე მიუახლოვდა, ხელში აიყვანა და მთელი ძალით იატაკზე დააგდო. პოლიციამ მამაკაცი დააკავა. ის ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი, 31 წლის ბელორუსის მოქალაქე აღმოჩნდა. დაკავებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.