დიდ ბრიტანეთში, ორსართულიანი სამგზავრო ავტობუსი, რომელსაც კოლეჯის სტუდენტები გადაჰყავდა მდინარეში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ორი მგზავრი მძიმე მდგომარეობაშია. მსუბუქი ტრავმები კიდევ 15-მა ადამიანმა მიიღო.

მედიის ცნობით, ავტობუსი მდინარეში ჰემფშირის შტატის ქალაქ ისტლიში, ბიშოპსტოკის გზაზე გადავარდა.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ის სტუდენტების გადარჩენაში მონაწილეობდა და ავტობუსის მძღოლმა უთხრა, რომ მუხრუჭები არ მუშაობდა.