ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სასკოლო გამოცდების დროს, 29 ბავშვი ჭყლეტაში დაიღუპა. ბავშვების პანიკა და ჭყლეტა სკოლის შენობასთან ახლოს მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია.
ბანგის საჯარო საავადმყოფოს წარმომადგენელმა, აბელ ასაიმ განაცხადა, რომ ოთხშაბათს, საშუალო სკოლის გამოსაშვები გამოცდების მეორე დღეს, ტრაგედია ტრანსფორმატორის აფეთქებამ გამოიწვია.
ადგილობრივი მედია იუწყება, რომ "აფეთქების ხმამ და კვამლმა“ დედაქალაქ ბანგუის ერთ-ერთ სკოლაში, პანიკა 6 000 მოსწავლეში გამოიწვია.
პრეზიდენტმა ფაუსტენ-არშანჟ ტუადერამ ქვეყანაში ეროვნული გლოვა გამოაცხადა.