სამოქალაქო ავიაციის სამინისტრომ დაადასტურა, რომ გამომძიებლებმა Air India-ს თვითმფრინავის ბორტჩამწერებიდან მონაცემები აღადგინეს, რაც გამოძიების საკვანძო ნაბიჯია.
გამომძიებლებმა 13 და 16 ივნისს Boeing 787-ის ავარიის ადგილებიდან ამოიღეს გაძლიერებული ავიაჩამწერების (EAFR) ორივე ნაკრები - "შავი ყუთები".
მედიის ინფორმაციით, შესაძლოა რამდენიმე კვირა გავიდეს, ვიდრე ფედერალური ხელისუფლება ბორტჩამწერებიდან მიღებული ინფორმაციის გასაჯაროებას შეძლებს.
ცნობისთვის, 12 ივნისს, დასავლეთ ინდოეთში, აჰმადაბადის აეროპორტიდან ლონდონის მიმართულებით მიმავალი Boeing 787-8 Dreamliner-ის ავარიის შედეგად, სულ მცირე 270 ადამიანი დაიღუპა.