საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილმა უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის დადებული სავაჭრო შეთანხმება გააკრიტიკა.

"ცუდი სტრატეგია ცუდ შედეგებს იწვევს. ევროკომისიამ ტრამპის დამშვიდება და პირფერობა აირჩია მეტი იარაღისა და გაზის შეძენაზე დათანხმებით, რაზეც მას არანაირი კომპეტენცია არ გააჩნია - და ცალმხრივი ტარიფების მოთმენით. ევროპა გეოპოლიტიკურად დასუსტებული გამოვიდა გარიგებიდან, რომელიც ერთ საათში, გოლფის მოედანზე დაიდო", - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.