United Airlines-ის თვითმფრინავი, სალონში კვამლის შესახებ ინფორმაციის გამო იძულებული გახდა ჰითროუს აეროპორტში ავარიულად დაშვებულიყო.
თვითმფრინავი ჰითროუს აეროპორტიდან 12:23 საათზე აფრინდა და სან-ფრანცისკოში უნდა გაფრენილიყო. აეროპორტში დაბრუნების შემდეგ, თვითმფრინავს ასაფრენ ზოლზე სახანძრო-სამაშველო და პოლიციის ბრიგადები ელოდებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ლონდონში დაბრუნება ტექნიკური გაუმართაობის გამო მოხდა.
ჰითროუს აეროპორტის ცნობით, თვითმფრინავი აეროპორტში წარმატებით დაეშვა და აღნიშნულ ფაქტს აეროპორტის მუშაობის პროცესზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.