ლატვიაში გამანადგურებლებმა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დრონი საფრანგეთის საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს, რომლებიც ნატო-ს ბალტიისპირეთის საჰაერო სივრცის პატრულირების მისიაში მონაწილეობენ.

უწყება არ აკონკრეტებს, თუ რომელ ქვეყანას ეკუთვნოდა ჩამოგდებული დრონი. ცნობილია, რომ აღმოჩენილი აპარატი ჩამოვარდნის ადგილზე აფეთქდა.