შეერთებული შტატები "პასუხისმგებელია" ისრაელის ქმედებებზე, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ესმაილ ბაღაიმ, - ამის შესახებ CNN-ი სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ზე დაყრდნობით წერს.

ბაღაის თქმით, აშშ-ს რეგიონში ნებისმიერ ესკალაციაზე პასუხისმგებლობის აღება მოუწევს, რადგან ის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოლაპარაკების მხარეა.

"აშშ-ს, როგორც 8 აპრილის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მხარეს, პასუხისმგებლობა ეკისრება. რაც არ უნდა მოხდეს რეგიონში... ამაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა დადგენილია და აშშ-ს ასევე მოუწევს პასუხისმგებლობის აღება ნებისმიერი ესკალაციის შედეგებზე“, - ციტირებს ბაღის ირანული მედია.

ბაღის თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკების ნაწილი იყო ლიბანში კონფლიქტის დასრულება და ამ წინაპირობისთვის ძირის გამოთხრა დიპლომატიურ პროცესზე ზეგავლენას იქონიებს.

"მოლაპარაკებების მიზანი ირანის წინააღმდეგ ომის დასრულება იყო და ჩვენ ასევე განვიხილეთ ლიბანში კონფლიქტის დასრულება, როგორც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი. ამ წინაპირობის ძირის გამოთხრა გარდაუვალად იმოქმედებს დიპლომატიურ პროცესზე", - განაცხადა ბაღაიმ.