გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, თუ როგორ შეიძლება სომხეთის არჩევნებმა გავლენა მოახდინოს საქართველოსა და ევროკავშირს, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებზე.
"დაინტერესებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შერიგებით და ეს ჩვენი პოზიციაა. თუმცა, გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლობა და ურთიერთობები საქართველოსთან განუწყვეტლივ განვითარდება, ეს ჩვენი მოძმე ქვეყანაა. ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს და ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ურთიერთობების განვითარებას", - აცხადებს ნიკოლ ფაშინიანი.
