ოპოზიციურ დაპირისპირებას მმართველი გუნდი ეხმაურება. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" პოლიტიკური რესურსი საბოლოოდ ამოწურა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, სააკაშვილი ბევრისთვის მიუღებელი ფიგურაა, მათ შორის ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის.
"სააკაშვილის ფიგურის წინააღმდეგ ძალიან ბევრია. ოპოზიციაშიც საკმაოდ რთულად აქვს საქმე. ამათ რისი იმედიც აქვთ, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა მოიზიდონ, არ გამოუვათ. მათთვის სააკაშვილი მიუღებელია იმიტომ, რომ იციან, ის ხალხი, ვინც ქუჩაში დახვრიტა სააკაშვილის რეჟიმმა, უმრავლესობა, ახალგაზრდები არიან.
ჩერგოლეიშვილს უნდა, რომ გარკვეული საკუთარი ნიშა ჰქონდეს. სულ უნდოდა, მაგრამ წარმატება ნაკლებად ჰქონდა", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
