ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დევონში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამეფო საზღვაო ძალების სამი თანამშრომელი დაიღუპა. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, Merlin Mk4-ის ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდნის დროს, სასწავლო წვრთნებში მონაწილეობდა.
"სასწავლო ფრენების დროს, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, სამეფო საზღვაო ძალების სამი წევრის დაღუპვას დიდი მწუხარებით ვადასტურებთ", - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტრომ განცხადებაში.
თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ "სამი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამო განადგურებულია".
მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს და დამატებითი ინფორმაცია მალე გახდება ცნობილი.
