ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, მოლაპარაკებების დროს ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები დათანხმდნენ, რომ ისლამური რესპუბლიკას ბირთვული იარაღი არ ექნება.
ტრამპი არ გამორიცხავს, თეირანმა ეს პოზიცია სამომავლოდ შეცვალოს.
"ირანი უკვე დათანხმდა, რომ მათ ბირთვული იარაღი არ ექნებათ. შესაძლოა, მათ აზრი შეიცვალონ, მაგრამ ეს დიდი მიღწევაა უკვე", - განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ირანის მხრიდან მოლაპარაკებებში ჩართული უზენაესი ლიდერი აიათოლა მოჯთაბა ხამენეიც. აშშ-ის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ ოდესმე ხამენეის შეხვდება და მოლაპარაკებებს პირისპირ გამართავს.
"როგორც ჩანს, აიათოლასთან ყველაფერი კარგად მიდის. ვისურვებდი მასთან შეხვედრას. შესაძლოა, ოდესმე მას შევხვდე“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
