კენიის ცენტრალურ ნაწილში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ებოლას ვირუსით დაავადებული პაციენტებისთვის საკარანტინო ცენტრის შექმნის ინიციატივის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს ორი ადამიანი დაიღუპა - ამის შესახებ Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მედიის ცნობით, გარდაცვალების გარემოებები ჯერჯერობით გაურკვეველია.

როგორც Reuters-ი წერს, კენიის ეროვნული პოლიციის პრესსპიკერთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

ცნობისთვის, აშშ კენიაში ებოლას ვირუსით დაავადებული პაციენტებისთვის საკარანტინო ცენტრის შექმნას გეგმავს.