Pod Force One პოდკასტისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა ხისტი გამონათქვამები, რომელიც მან ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრისას გამოიყენა და განმარტა, რომ "გაბრაზებული არ იყო“, მაგრამ, "ცოტა შეშფოთებულია" იმით, რომ ისრაელი "მუდმივად ომშია ლიბანთან". ინფორმაციას Abc News-ია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ინტერვიუში ტრამპმა უარყო ვარაუდი, რომ ნეთანიაჰუმ ის ირანთან ომში მოტყუებით ჩაითრია.
"ეს რამდენიმე დღის წინ პირველად გავიგე. თქვეს, რომ მან მომატყუა. არ მინდა ვინმეს თავი მოვაბეზრო, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ - მე დავიწყე ეს ომი იმიტომ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ", - თქვა ტრამპმა.
მედიის ცნობით, ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ მას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ირანთან შეთანხმების მიღწევასთან, ან აშშ-ისრაელის სამხედრო კამპანიის განახლებასთან დაკავშირებით.
