კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ და კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანიმ, სატელეფონო საუბრისას განიხილეს ვაშინგტონსა და თეირანს შორის შუამავლობის მცდელობები, ასევე ლიბანში განვითარებული მოვლენები. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, საუბარი ირანსა და ისრაელს შორის შეტევების ფონზე შედგა, რაც, აპრილში დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, კონფლიქტის ყველაზე სერიოზულ ესკალაციას და მოლაპარაკებებისთვის მნიშვნელოვან გამოცდას წარმოადგენს.

ცნობისთვის, კატარი სპარსეთის ყურის იმ ქვეყნებს შორის იყო, რომლებიც ირანმა აშშ-ისრაელის თავდასხმების საპასუხოდ დაბომბა. წყაროს ცნობით, შეთანხმების მიღწევის მცდელობის ფარგლებში, კატარელი მომლაპარაკებლების ჯგუფი, მაისში თეირანში იმყოფებოდა.