იაპონიის სანაპიროზე ოკეანემ 4 ვეშაპი გამორიყა. როგორც მეცნიერები განმარტავენ, ვეშაპების სანაპიროზე გამორიყვა გამოწვეულია კამჩატკის ნახევარკუნძულზე მომხდარი 8.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის გამო, რამაც იაპონიაში ცუნამი გამოიწვია. 

ოკეანემ ვეშაპები ტატეიამას სანაპიროზე გამორიყა. კადრები ჩანს, რომ ისინი რამდენიმე მეტრის დაშორებით წვანან ნაპირზე.

იაპონიის ზოგიერთ რეგიონს მიწისძვრის გამო 1.5 მეტრის სიმაღლის ცუნამია გადაუარა. მეცნიერები განმარტავენ, რომ ვეშაპები სანაპიროზე ტალღის დარტყმამდე გამოირიყნენ.

როგორ მოხვდნენ ვეშაპები იქ?

"ზღვის დაკვირვების ფონდის" დირექტორის, პროფესორ პიტერ ევანსის თქმით, პასუხი შესაძლოა წყალქვეშა ხმაურის გაძლიერება იყოს, რაც ვეშაპების დეზორიენტაციას იწვევს.

მისი განმარტებით, ვეშაპები, განსაკუთრებით ღრმა წლოვანი სახეობები, წყალქვეშა ხმაურისგან სმენის დაზიანების მიმართ მგრძნობიარენი არიან. ზღვის მიწისძვრები ძალიან ხმამაღალი ხმაურის ერთ-ერთი წყაროა.

"მე მჯერა, რომ რუსეთის სანაპიროსთან მომხდარი მიწისძვრით გამოწვეულმა ძლიერმა ბიძგებმა და ცუნამმა გავლენა მოახდინა ვეშაპებზე", - აღნიშნა პროფესორმა.