ამერიკამ და ჩინეთმა სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაცია "ფაინენშალ თაიმსმა" ამერიკის პრეზიდენტზე დაყრდნობით გაავრცელა.

ტრამპი აცხადებს, რომ მხარეებს შორის არსებული დავის გადაწყვეტა ლონდონში მიმდინარე მოლაპარაკებების შემდეგ მოხდა.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს ინფორმაციით კი, შეერთებული შტატები ჩინეთისთვის დაწესებულ ზოგიერთ შეზღუდვას მოხსნის.