ცნობილი ინდოელი მილიარდერი,  სანჯაი კაპური ფუტკრის გადაყლაპვის შედეგად გარდაიცვალა. ბიზნესმენმა პოლოს თამაშის დროს შემთხვევით ფუტკარი გადაყლაპა, რომელმაც ის ყელში დაკბინა.

58 წლის ბიზნესმენს ნაკბენის შედეგად ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, რამაც  გულის გაჩერება გამოიწვია.

კაპური მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ავტონაწილების მწარმოებელი კომპანია Sona Comstar-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.

ბიზნესმენი ბრიტანეთის სამეფო ოჯახთან მეგობრობდა და არისტოკრატებთან ერთად ხშირად თამაშობდა პოლოს.