ავსტრალიაში, ტასმანიის სანაპიროზე, ოკეანემ 3 მეტრიანი "განკითხვის დღის" თევზი გამორიყა. მედიის ცნობით, იშვიათი ღრმაწყლოვანი თევზი, ავსტრალიის კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე, ძაღლის გასეირნების დროს მოქალაქემ აღმოაჩინა.
"განკითხვის დღის" თევზი ღრმაწყლოვანი ბინადარია და მისი სანაპიროზე გამორიყვა იშვიათი მოვლენაა. მისი სანაპიროზე გამორიყვა ცუდ ნიშნად ითვლება.
მიიჩნევა, რომ "განკითხვის დღის" თევზის გამორიყვას, მიწისძვრები და სხვა სტიქიური მოვლენები სდევს თან, თუმცა, ამ ყოველივეს მეცნიერება არ ადასტურებს.