სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბაკურიანში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, ამოღებულია 6 კუბურ მეტრამდე პირველი ხარისხის სამასალე მერქანი.

შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, უკანონოდ მოპოვებული მასალა კი წაღვერის "საქმიან ეზოშია" გადატანილი.