თურქეთში, ქალაქ ერზრუმში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა.
როგორც თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტო იუწყება, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 16:58 საათზე მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 6,92 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.