ავსტრალიის შიდა რეისი ორი საათით გადაიდო მას შემდეგ, რაც თვითმფრინავის სატვირთო საბარგულში გველი იპოვეს. 

მელბურნის აეროპორტში, ბრისბენის მიმართულებით მიმავალ Virgin Australia-ს თვითმფრინავის ბორტზე გველი მაშინ იპოვეს, როდესაც მგზავრები თვითმფრინავში სხდებოდნენ.

გველების დამჭერის, მარკ პელის თქმით, სანამ ბნელ საბარგულში გველს მიუახლოვდებოდა, მას ის შხამიანი ეგონა, თუმცა აღმოჩნდა, რომ რეპტილია 60 სანტიმეტრის სიგრძის, უვნებელი ხის გველი იყო.

"მხოლოდ მას შემდეგ, რაც გველი დავიჭირე, მივხვდი, რომ ის არ იყო შხამიანი. მანამდე ის ძალიან საშიშად მეჩვენებოდა“, - თქვა პელიმ.