ტექნიკური გაუმართაობის გამო, Air India-ს Boeing 787-8 Dreamliner-ი, აფრენიდან მალევე აეროპორტში დაბრუნდა.

მედიის ცნობით, თვითმფრინავის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით გადაწყდა. ბოინგი რეისს ჰონგ-კონგიდან ნიუ-დელის მიმართულებით ასრულებდა.

გასულ კვირას, Air India-ს იმავე ტიპის Boeing-ის თვითმფრინავი, რომელიც ლონდონში მიფრინავდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი 242 ადამიანიდან 241 დაიღუპა. ავიაკატასტროფას სულ 274 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 33 ხმელეთზე დაიღუპა.