ირანის მორიგი სარაკეტო თავდასხმის გამო, ჩრდილოეთ ისრაელში განგაშის ხმა ისმის. ინფორმაციას "ცახალი" ავრცელებს.

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტი უკვე მეოთხე დღეა გრძელდება.

გასულ ღამით, ისრაელზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა. კონფლიქტის დაწყების დღიდან, ისრაელში 18 ადამიანი დაიღუპა.