ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ABC-ის განუცხადა, რომ ის არ გამორიცხავს ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციას.
მისი განმარტებით, ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეიზე თავდასხმა არა ესკალაციას, არამედ ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტს დაასრულებს.
კითხვაზე, რეალურად აპირებს თუ არა ისრაელი უზენაეს ლიდერზე თავდასხმას, ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელი "აკეთებს იმას, რაც მათ სჭირდება".