ბოლო ორი ღამის განმავლობაში, ირანის სარაკეტო დარტყმების შედეგად, ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა.
მედიის ცნობით, ინფორმაცია კვირას დილით განახლდა. პრემიერ-მინისტრის ოფისის ცნობით, პარასკევის შემდეგ, ირანის თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაიღუპა.
ირანმა 2 ღამის განმავლობაში ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 200 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რის შედეგადაც ისრაელში 22 ლოკაცია დაზიანდა. ზოგიერთი მათგანი პირდაპირი დარტყმების შედეგად, ზოგი კი რაკეტების ნამსხვრევებით დაზიანდა.
პრემიერის ოფისის ცნობით, დაშავებულია სულ მცირე 380 ადამიანი, მათგან ცხრა მძიმე მდგომარეობაშია.