იტალიაში უამინდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ბოლონიაში, მაღალი ტემპერატურის გამო, 47 წლის მამაკაცი მშენებლობაზე შეუძლოდ გახდა, ხოლო 70 წლის მამაკაცი, ტურინის დასავლეთით მდებარე ტურისტულ კურორტზე, წყალდიდობის შედეგად დაიხრჩო.
აღსანიშნავია, რომ ევროპაში, სიცხის ტალღის ფონზე, ტემპერატურა კვლავ იზრდება. კონტინენტის სხვა ნაწილებში, დასავლეთ თურქეთში ხანძრების გამო, ათიათასობით ადამიანი ევაკუირებულია, ხოლო პარიზში ეიფელის კოშკის მწვერვალი სიცხის გამო დაიხურა.
ესპანეთისა და პორტუგალიის ნაწილებში ივნისის ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. სამხრეთ-დასავლეთ ესპანეთში, ელ გრანადოში, 46 გრადუსი ცელსიუსი დაფიქსირდა. ერთი დღით ადრე, მაღალი ტემპერატურის რეკორდი ცენტრალურ პორტუგალიაში, მორაში მოიხსნა.
მომდევნო დღეებში, სინოპტიკოსები ტემპერატურის მცირედ კლებას პროგნოზირებენ, თუმცა ის კიდევ უფრო მოიმატებს ბალკანეთში, იტალიასა და საბერძნეთში.
დღეს, სიცხის ძლიერ ტალღებს ელოდებიან საფრანგეთში. ქვეყნის 16 დეპარტამენტში, მათ შორის, დედაქალაქში, განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული.