ხონში, ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი მოპედს მართავდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილა და ელექტრობოძს შეეჯახა. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ხონის მუნიციპალიტეტის მერიაც.

"ხონში დატრიალებულმა ტრაგედიამ კიდევ ერთი ახალგაზრდა შეიწირა...

სიცოცხლით სავსე, ჯანმრთელი ბიჭი აღარ არის ჩვენს გვერდით — დიდი დანაკლისი და ენით აღუწერელი ტკივილია.

გულსატკენია, რომ წარსულის მწარე გამოცდილებამ საკმარისად არ დაგვაფიქრა და სიფრთხილისკენ არ მოგვიწოდა.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილის ოჯახისა და მეგობრების მიმართ.

გთხოვთ ყველას — ვიყოთ ფხიზლად! თითოეულმა წინდახედულმა ნაბიჯმა შეიძლება სიცოცხლე გადაარჩინოს", - აღნიშნულია განცხადებაში.