ინდოეთის სამხრეთ შტატ თელანგანაში, ფარმაცევტულ ქარხანაში გაჩენილმა მასშტაბურმა ხანძარმა, სულ მცირე, 34 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

აფეთქება ორშაბათს, Sigachi Industries-ის ქარხანაში სამუშაო საათებში მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი მძიმედ დაშავდა.

"ნანგრევებიდან 31 ცხედარი ამოიყვანეს, ხოლო სამი საავადმყოფოში მკურნალობის დროს გარდაიცვალა“, - განაცხადა რაიონის პოლიციის უფროსმა პარიტოს პანკაჯმა.

პოლიციამ, დაზარალებულის შვილის საჩივრის საფუძველზე, ქარხნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ საქმე აღძრა.