თურქეთში, ბურსაში 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელიც სტამბოლსა და იალოვაშიც იგრძნობოდა. 

თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 11:47 საათზე მოხდა.

ბიძგების ეპიცენტრი 9.82 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

ბურსას გუბერნატორის განმარტებით, მიწისძვრას რაიმე დაზიანება არ გამოუწვევია.