საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ფრანსუა ბაირუ, პარიზის საჰაერო შოუს დროს, მოიერიშე გამანადგურებელი თვითმფრინავის - Rafale-ის კაბინაში გაიჭედა. ფაქტის ამსახველი კადრები მედიაში ვრცელდება.
უხერხული სიტუაცია კამერებისა და თავდაცვის წარმომადგენლების წინაშე შეიქმნა. კაბინიდან ამოსვლაში პრემიერს პილოტი და გამოფენის პერსონალი დაეხმარა.
როგორ აღმოჩნდა პრემიერი ამ სიტუაციაში?
პარიზის ავიაშოუზე სეირნობისას, ფრანსუა ბაირუ გაჩერდა, რათა ასულიყო Rafale-ში, Dassault Aviation-ის მიერ წარმოებულ ფრანგულ გამანადგურებელ თვითმფრინავში.
მთავრობის მეთაურმა ისარგებლა შესაძლებლობით და კაბინაში ჩაჯდა, როგორც ავიაკომპანიის პილოტი. მედიის ინფორმაციით, ეს თვითმფრინავები პილოტებისთვისაც კი უჩვეულოა და ეს ფრანსუა ბაირუმ საკუთარ თავზეც გამოსცადა, როდესაც თვითმფრინავის კაბინაში გაიჭედა. უხერხული სიტუაცია, რომელიც პრესამ გადაიღო, ფართოდ გაავრცელა სოციალურ ქსელებში, კერძოდ X-სა და TikTok-ზე.