აშშ-ში, სან დიეგოში, წყნარ ოკეანეში პატარა, შვიდ ადგილიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ, სავარაუდოდ, ექვსი ადამიანი დაიღუპა. ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან. 

მედიის ცნობით, თვითმფრინავი Cessna 414-ი სან დიეგოს სანაპიროსთან, კვირას, ადგილობრივი დროით 12:50 საათზე ჩამოვარდა.

მედიის ცნობით, თვითმფრინავი ფენიქსისკენ მიემართებოდა და აეროპორტიდან აფრენიდან მალევე, სანაპიროდან დაახლოებით 50 კილომეტრში ჩამოვარდა.

სანაპირო დაცვის სამაშველო ეკიპაჟებმა თვითმფრინავის ნამტვრევების ფრაგმენტები აღმოაჩინეს. სამძებრო ოპერაციაში, ვერტმფრენი და სამაშველო ნავები არიან ჩართულები.

ავიაკატასტროფის საქმეს სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული საბჭო იძიებს.