იტალიაში, ვენეციის გარეუბანში, ავტობუსი ესტაკადიდან, 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, სარკინიგზო ლიანდაგს დაეცა და ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად, სულ მცირე 21 ადამიანი ცოცხლად დაიწვა. არიან დაშავებულებიც.

შემთხვევას 15 ადამიანი გადაურჩა.

ვენეციის მერმა, ლუიჯი ბრუნარომ კი Twitter-ზე დაწერა, რომ შემთხვევა "აპოკალიპსური" იყო. დაღუპულთა გამო მან გლოვა გმოაცხადა. ქვეყნის პრემიერმა შემთხვევი გამო მწუხარება გამოთქვა.

 

ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.