ბენქსიმ დაადასტურა, რომ ლონდონის ცენტრში მოულოდნელად გაჩენილი ქანდაკების ავტორი თვითონ არის, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მონუმენტზე გამოსახულია მამაკაცი, რომელიც კოსტიუმშია გამოწყობილი, კვარცხლბეკიდან ჩამოსვლას აპირებს და სახეზე დროშა აქვს აფარებული.

მედიის ცნობით, იდუმალმა ხელოვანმა აღიარება თავის Instagram გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში გააკეთა, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ამონტაჟებენ მუშები ქანდაკებას ღამით.

ძეგლი, რომლის ძირზეც ბენქსის ხელმოწერაა ამოტვიფრული, ლონდონის ვატერლოოს მოედანზე ოთხშაბათს დილით გაჩნდა და უამრავ ადამიანს იზიდავს. ის ბრიტანელი ისტორიული ფიგურების, მათ შორის მეფე ედუარდ VII-ის და კაპიტან სკოტის ქანდაკებებს შორის დგას.ბ