ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა მოჯთაბა ხამენეი, „თავს კარგად გრძნობს და მოლაპარაკებებს“ ხელმძღვანელობს", მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა, - ამის შესახებ CNN-ი ირანულ საინფორმაციო სააგენტო Fars-ზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველი ამტკიცებს, რომ ხამენეი ომის დასაწყისში აშშ-ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების დროს დაიჭრა, თუმცა ის დაბომბვამდე რამდენიმე წუთით ადრე ეზოში გავიდა, რამაც მას გადარჩენის საშუალება მისცა.
უზენაესი ლიდერის საჯარო გამოსვლები მხოლოდ წერილობითი განცხადებებით შემოიფარგლება და ვიდეო ან აუდიოჩანაწერები არ გავრცელებულა. მედიის ინფორმაციით, ამან მისი დაზიანებების ხარისხის შესახებ სპეკულაციები გააღვივა, რაც გამოწვეულია დასახიჩრებისა და შესაძლო უუნარობის შესახებ გავრცელებული ცნობებით.
"ეს მტრის ხრიკია. მათ სურთ თქვან: რატომ არ ჩნდება ის? რატომ არ აგზავნის ხმოვან შეტყობინებებს ან სამძიმარს? მაგრამ, ხამენეი შესანიშნავად გრძნობს თავს, საქმეებს მართავს, ზედამხედველობს მოლაპარაკებებს და ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციას", - თქვა კომიმ.
მან ასევე დასძინა, რომ ხამენეიმ მითითებები მისცა მოლაპარაკებების გუნდს, "თუ რა უნდა გააკეთონ სხვადასხვა სიტუაციაში“.
"ის სრულად არის ინფორმირებული ამ საკითხის შესახებ და აკონტროლებს სიტუაციას“, - განაცხადა ხამენეის მრჩეველმა.
