კონტინენტის ენერგოსისტემის დაზარალების თავიდან აცილების მიზნით, ევროპელი ოფიციალური პირები რუსეთ-უკრაინის მილსადენით გაზის მიწოდების შენარჩუნებაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს, - წერს „ბლუმბერგი".

ევროპა ცდილობდა,  შეეწყვიტა რუსული გაზის იმპორტი, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა კვლავ აგრძელებს მის მიღებას მილსადენით, რომელიც კვეთს უკრაინას. ამ ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წლის ბოლოს ეწურება ბაზრის დამკვირვებლების უმეტესობა მოელის, რომ გაზის მიწოდება საბოლოოდ შწყდება, მაგრამ ევროპული მთავრობისა და კომპანიის ოფიციალური პირები აწარმოებენ მოლაპარაკებებს უკრაინის კოლეგებთან იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შენარჩუნდეს გაზის ტრანზიტი მომავალ წელს, - წერს „ბლუმბერგი" და განმარტავს, რომ მოლაპარაკების კერძო ხასიათიდან გამომდინარე, იმ ადამიანებმა, რომლებმაც ინფორმაცია მიაწოდეს, ვინაობის გამხელა არ ისურვეს.

ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც განიხილება, არის ევროპული კომპანიების მიერ ბუნებრივი აირის აზერბაიჯანში ყიდვა და მისი გადატუმბვა ევროპისკენ მიმავალ რუსულ მილსადენებში, სანაცვლოდ კი რუსული ბუნებრივი აირის გადატუმბვა აზერბაიჯანში და იქიდან სხვა ქვეყნებში (სვოპის ტიპისმაგვარი ხელშეკრულება რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის - „აიპრესი"). ასეთი შეთანხმება საშუალებას მისცემს ევროპას აირიდოს ის უხერხულობა, რაც მოსკოვის შემოსავლების შეზღუდვის კამპანიის ფონზე რუსული გაზის შესყიდვის შედეგად წარმოიქმნება.

ირკვევა, რომ უკრაინა ასეთი შეთანხმების მომხრე იქნება, რადგან, ერთი მხრივ, გაზის ტრანზიტით მიღებული შემოსავალი ომით განადგურებული ეკონომიკისთვის არის დაფინანსების წყარო და მეორე მხრივ, არსებობს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ გამოუყენებელი მილსადენები შეიძლება გახდეს სამხედრო სამიზნეები ან გაფუჭდეს,მათი აღდგენა კი ძვირი დაჯდება. აღდგენა ძვირი დაჯდება.

უკრაინას აქვს ბუნებრივი აირის წარმოუდგენელი სატრანზიტო და შესანახი ინფრასტრუქტურა, რომელიც უნდა იქნეს გამოყენებული და უკრაინა მიდრეკილია მისი გამოყენებისკენ, რადგან მას ბევრი სარგებელი მოაქვს - განუცხადა Bloomberg News-ს უკრაინის სახელმწიფო „ნაფტოგაზის" აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსეი ჩერნიშოვმა.

ამასთან, მან გამორიცხა რაიმე გეგმები, რომელიც მოიცავს რუსეთის გაზპრომთან თანამშრომლობას და თქვა, რომ აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდებას „შეიძლება გარკვეული მომავალი ჰქონდეს".

„ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ვიპოვო გამოსავალი, რომლის მიხედვითაც უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემა გააგრძელებს მუშაობას, რადგან ის დიდი აქტივია და ვიღაც უნდა იყოს მისი მომხმარებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გამოიწვევს ზარალს", - განაცხადა ჩერნიშოვმა.

 

რუსეთი კვლავ აგზავნის წელიწადში დაახლოებით 15 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს ევროპაში, ძირითადად სლოვაკეთსა და ავსტრიაში, სადაც ის კვლავ დომინანტური მიმწოდებელია. ევროპა ასევე ახორციელებს რუსული თხევადი გაზის იმპორტს ზღვით და მიუხედავად ხშირი დებატებისა, მას არასოდეს დაუწესებია სანქციები რუსულ გაზზე.