ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კურორტთან 2 მეტრიანი ზვიგენი შენიშნეს. ზვიგენი სანაპიროდან სულ რაღაც 10 მეტრში დააფიქსირეს.

ზვიგენი საუთბორნის სანაპიროსთან 25 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. როგორც მედია წერს, ის იკვებებოდა.

ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, ჩვეულებრივ, მეთევზეები ზვიგენებს სანაპიროდან რამდენიმე ათეული მილის დაშორებით ამჩნევენ და როგორც წესი, ისინი ადამიანებთან კონტაქტში არ შედიან.

აღნიშნული მოვლენა ძალიან იშვიათია. როგორც ვარაუდობენ, ზვიგენი რვაფეხებზე ნადირობდა და სანაპიროსთან ახლოს ამის გამო გამოვიდა.