უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უნგრეთში ჩავიდა.

ცოტა ხნის წინ, ვიქტორ ორბანის და ჯეი დი ვენსის პრესკონფერენცია დასრულდა.

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა გარე ჩარევებზე ისაუბრა და ბრიუსელი მწვავედ გააკრიტიკა.

"მჯერა, რომ უნგრეთის მოქალაქეები ზრდასრული ადამიანები არიან. ისინი საკუთარი ქვეყნის სუვერენული ბატონ-პატრონები არიან და უნდა ჰქონდეთ უფლება, გაეცნონ ნებისმიერ ინფორმაციას არჩევნების შესახებ ისე, რომ რომელიმე შორეულ დედაქალაქში მყოფი პირი მათ ბავშვებივით არ ეპყრობოდეს და ამას არ უწყვეტდეს. სუვერენიტეტი და დემოკრატია, პირველ რიგში, ხალხის თავისუფალ არჩევანს ნიშნავს. მე აქ იმიტომ ვიმყოფები და ამერიკის პრეზიდენტმაც იმიტომ გამომგზავნა, რომ მიგვაჩნია - ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან მსგავსი ჩარევა ჭეშმარიტად სამარცხვინოა. მე არ ვაპირებ უნგრელ ხალხს მოვუწოდო, თუ ვის მისცენ ხმა. იმავეს ვურჩევდი ბრიუსელელ ბიუროკრატებსაც", - აცხადებს ვენსი.