ჩვენი ოპონენტები, ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, არაფერზე დაიხევენ უკან. ისინი უცხო ქვეყნის საიდუმლო სამსახურებთან თანამშრომლობენ, ჩვენს მხარდამჭერებს ძალადობით ემუქრებიან და არჩევნებამდეც კი, შეთხზული ბრალდებებით არჩევნების გაყალბებაზე საუბრობენ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

ვიქტორ ორბანის თქმით, მისი ოპონენტების მიზანი ქვეყანაში არეულობისა და ქაოსის მიღწევაა.

"ისინი თქვენი ხმების დათვლამდეც კი დემონსტრაციებსა და არეულობას აწყობენ. მოდით, ნათლად ვთქვათ! ეს არის ორგანიზებული მცდელობა ქაოსის, ზეწოლისა და საერთაშორისო დისკრედიტაციის გზით ეჭვქვეშ დააყენონ უნგრელი ხალხის გადაწყვეტილება,“ – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.