დიდ ბრიტანეთში, ედინბურგის აეროპორტში Ryanair-ის თვითმფრინავი საწვავის ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც მგზავრების ევაკუაცია გახდა საჭირო.

მედიის ინფორმაციით, საწვავის ავტომობილს თვითმფრინავი ფრთის წვერით შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ედინბურგის აეროპორტში Daily Mail-ს განუცხადეს, რომ შემთხვევას სხვა რეისები არ შეუფერხებია.

"ედინბურგიდან ფაროში მიმავალი რეისი ასაფრენად ემზადებოდა, როდესაც ფრთის წვერი საწვავის შესავსები ავტომობილის სალონს შეეჯახა. თვითმფრინავიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა და ისინი სხვა თვითმფრინავში გადასხდნენ", - განაცხადა Ryanair-ის წარმომადგენელმა.