თურქეთის პარლამენტში, ბიუჯეტის განხილვის დროს, სამთავრობო პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ადგილობრივი მედია წერს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ჩხუბი 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. სპიკერმა სხდომა შეაჩერა და უსაფრთხოების სამსახურს დაპირისპირებაში მონაწილე დეპუტატების დარბაზიდან გაყვანა მოსთხოვა.
საბოლოოდ, დაპირისპირების მიუხედავად, ბიუჯეტის კანონი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.
