უკიდურესად დაიძაბა ვითარება ახლო აღმოსავლეთში. შტატებმა ირანის მიმართულებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში პირველი დარტყმა განახორციელა. ამერიკელმა სამხედროებმა ჰორმუზის სრუტეში, კუნძულ ლარაკზე, ირანის ორი სარაკეტო დანადგარი გაანადგურეს.
ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ირანი სტრატეგიულ სავაჭრო დერეფანში საზღვაო ნაღმების განთავსებას გეგმავდა. მედია წერს, რომ, საპასუხოდ, ირანმა იორდანიაში მდებარე ორ ამერიკულ სამხედრო ბაზას დაარტყა.
"ლიდერები აღარ ჰყავთ, მათი საზენიტო სისტემები სრულად განადგურდა. ისინი მტკიცე და ძლიერი, თუმცა ძალიან ბოროტი ადამიანები არიან. სამი თვისწინანდელი მონაცემებით, მათ 52 000 დემონსტრანტი მოკლეს და, სამწუხაროდ, მას შემდეგ ამ სიას ძალიან ბევრი ადამიანი შეემატა. ბირთვული იარაღი რომ ჰქონდეთ, ისრაელი აღარ იარსებებდა. მე რომ პრეზიდენტი არ ვიყო, ისრაელი აღარ იარსებებდა და, ალბათ, არც ახლო აღმოსავლეთი. ირანი ახლა დამარცხების პირას მყოფი ქვეყანაა. ან ჩვენ გავიმარჯვებთ, ან ისინი მოიმოქმედებენ რამეს", - აცხადებს ტრამპი.
