რაკეტის გამოცდის ნაცვლად, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომის დასრულებაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

"იციან, რომ ჩვენ გვაქვს მსოფლიოში უდიდესი ბირთვული წყალქვეშა ნავი, მათ სანაპიროსთან ახლოს. ვგულისხმობ იმას, რომ მას არ სჭირდება 8 000 მილის გავლა და ამიტომ ისინი ჩვენთან არ თამაშობენ, ჩვენც არ ვთამაშობთ მათთან. რაკეტებს ჩვენც მუდმივად ვცდით, მაგრამ არ მგონია, ამის თქმა პუტინისთვისაც მიზანშეწონილი იყოს. მან ომი უნდა დაასრულოს. ომი, რომელიც ერთი კვირა უნდა გაგრძელებულიყო, ახლა მეოთხე წელია, მიმდინარეობს. სწორედ ამას უნდა მიხედოს პუტინმა, რაკეტების გამოცდის ნაცვლად“, – განაცხადა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, იგეგმება თუ არა დამატებითი სანქციების დაწესება, ტრამპმა უპასუხა: „ამას გაიგებთ“.

ცნობისთვის, გუშინ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა გამოცადა რაკეტა „ბურევესტნიკი“, რომელსაც ბირთვული ძრავა აქვს.