ამერიკელმა იუთუბერმა, ტაილერ ოლივეირამ, ინდოეთის სოფელ გუმატაფურაში,  ტრადიციულ გორეჰაბას ფესტივალში მიიღო მონაწილეობა, სადაც  ადგილობრივები ყოველწლიურად ძროხის ფუნით ბრძოლას მართავენ.

ითვლება, რომ ამ რიტუალში მონაწილეობას წარმატება მოაქვს და ბოროტებისგან წმენდს.

ადგილობრივი შეხედულებების თანახმად, ძროხის ნაკელი თავისთავად ბოროტება არ არის,  ინდურ ვედებში ის ნაყოფიერებისა და სიწმინდის სიმბოლოდ არის აღწერილი.

თავად ოლივეირამ  აღნიშნა, რომ ეს მისი ცხოვრების ყველაზე ცუდი გამოცდილება იყო.