მიუნხენის საზოგადოებრივ ტრანსპორტში სექსუალური შევიწროების ფაქტებს ყოველი მეოთხე ახალგაზრდა ქალი ადასტურებს, - აღნიშნულ თემაზე გამოკითხვა მიუნხენის ახალგაზრდულმა საბჭომ (KJR) ჩაატარა.
კვლევის შედეგების მიხედვით, გოგონების 28%-ზე მეტმა უკვე განიცადა სექსუალური შევიწროება საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ამასთან, KJR-ის პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საღამოს საათებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში თავს უსაფრთხოდ გრძნობენ მამაკაცების მხოლოდ 54%, ქალების 75% კი ღამით საერთოდ თავს არიდებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს; მამაკაცებში ეს მაჩვენებელი 38%-ია.
ამავე გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ქალების 50%-ზე მეტს აქვს სტრატეგიები მატარებლებში უსაფრთხოების განცდის გასაზრდელად. მაგალითად, ისინი სახლის გასაღებს ხელში ინახავენ, ერიდებიან თვალებით კონტაქტს და, საუბრის იმიტაციის მიზნით, მობილური ტელეფონი ყურთან უჭირავთ.
