ევრონესტზე საქართველოს არდასწრების გადაწყვეტილებას ოპოზიციურ სპექტრში აფასებენ.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, თაზო დათუაშვილის შეფასებით, საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან ქრება, რაც "ქართული ოცნების" მიზანმიმართული პოლიტიკაა.
"ევრონესტზე მისვლა/არმისვლა დიდს არაფერს ცვლის, მაგრამ საქართველო აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან ქრება, ისეთ ნომინალური საერთაშორისო პლატფორმებიდანაც, როგორც მშვიდობის სამიტი იყო, ახლა ევრონესტია.
"ქართული ოცნების" მიერ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციული ღონისძიებიდან საქართველოს მიზანმიმართული გარიყვა ნიშნავს, რომ ამ ქვეყანას საგარეო პოლიტიკა არ ჰქონდეს", - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
